ახალი კეცვადი Motorola-ს ფოტოები გავრცელდა

ივენ ბლესმა ახალი კეცვადი Motorola-ს ფოტო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გადათავსა. ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორი იქნება ახალი ტელეფონი.
მცირე ზომის ეკრანისა და კლავიატურის ნაცვლად მას ექნება გრძელი ეკრანი, რომელიც მთლიან ტელეფონზე იქნება გადაჭიმული და ის შუაში დაიკეცება.
როგორც ირკვევა, დაკეცილი ტელეფონიდან შესაძლებელი იქნება სელფი ფოტოს გადაღება და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
შეგახსენებთ, ამ ტელეფონის გამოჩვება Motorola-მ 2019 წლის ბოლოსკენ დააანონსა. ტელეფონი ევროპაში დეკემბერში გამოჩნდება, აშშ-ში კი რამდენიმე თვეში.