“Now is everything” – ფილმი, რომელშიც ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად მონაწილეობს

ახალი ფილმის ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ოსკაროსანი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი ახალგაზრდა ქართველ მსახიობთან, ირაკლი კვინიკაძესთან ერთად თამაშობს.
ფილმის რეჟისორი ოსკარზე ორჯერ ნომინირებული იტალიელი დანტე სპინოტია.
ფილმის “Now is everything” მთავარი გმირი ნიკოლას იარნი, რომელიც მოდის ფოტოგრაფია, დაკარგულ შეყვარებულს ეძებს. სწორედ ამ მთავარ როლს ასრულებს ქართველი მსახიობი.
ირაკლი კვინიკაძე მაყურებლებმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით „მძევლები“ გაიცნო. „მძევლებში“ შესრულებულმა როლმა მას დიდი წარმატება მოუტანა და 2018 წელს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობთა შორის მოხვდა.
ფილმში “Now is everything” ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონის შვილი, რეი ნიკოლსონი და სერიალ The Handmaid’s Tale-ის მსახიობი მედელინ ბროუერი.