თბილისი პრაიდმა ლევან ვასაძეს And Then We Danced-ის ბილეთები აჩუქა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისი პრაიდი ლევან ვასაშე And Then We Danced-ის ბილეთს ჩუქნის.
“ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.
ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!” – წერს თბილისი პრაიდი ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვასაძემ განაცხადა, რომ ფილმზე დასასრები ბილეთების შეძენა ვერ მოასწრო. ამასთანავე ის აანონსებს აქციას, რომელზე, გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციას უერთდებიან გურამ ფალავანდიშვილი, სანდრო ბრეგაძე და სამღვდელო პირვები.