ბათუმში მშენებელი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომუშავე მშენებელი ახალაშენებული კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, 30 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გარე ლიფტის მოწყვეტა აღმოჩნდა, რის გამოც ის მე-10 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისვლამდე სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.