270 კგ ჰეროინის გადატანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

თურქეთის მედია იუწყება, რომ სამართალდამცავებმა თურქეთში, კერძოდ კი იპეკოლუს რეგიონში, დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 270 კგ. ჰეროინი გადაჰქონდა. ის 517 პაკეტში იყო გადანაწილებული.
სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ სხვა პირებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი. ამჟამარ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად გამოძიება მიმდინარეობს.