ამერიკა ევროპას „ზურგს აქცევს“ – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ევროპოს ქვეყნებს გაფრთხილებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამერიკას აღარ დაეყრდნოს, რომელიც ნატო-ს მოკავშირეების დაცვაზე საუბრობს.
„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“,- ამბობს მაკრონი. მისი განმარტებით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები „ვეღარ შეძლებენ საკუთარი ბედის გაკონტროლებას“.
მაკრონმა ყურადღება თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა. მისი აზრით, ამერეიკა ევროპას „ზურგს აქცევს“
“პრეზიდენტი ტრამპი არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს გავუმკლავდეთ ჩინეთის აღმასვლას და რუსეთისა და თურქეთის ავტორიტარულ რეჟიმებს. მეტიც, ევროპა ბრექსითისგან და პოლიტიკური არასტაბილურობისგან თანდათან უფრო სუსტდება“ – ემანუელ მაკრონი.