მათიკაშვილის პასუხი გოცირიძეს

მას შემდეგ, რაც გოცირიძემ კორცხელის ინცდენტი ახსენა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას 7 ნოემბერი შეახსენა.

„ბატონო რომან, მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი. საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებს სვამთ. 12 წლის წინანდელი 7 ნოემბერი გაიხსენეთ და მერე შეაფასეთ ასე თამამად და ამაყად ეს საკითხი,” – მიმართა მათიკაშვილმა გოცირიძეს.