12 წელი სისხლიანი 7 ნოემებირდან

დღეს, 12 წლის წინ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სისხლიანი დღე იყო. 12 წლის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მშვიდობიანი აქცია დაშალა ყველა შესაძლო იარაღით, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა ხალხის მიმართ.

აქციები მაშინ 2 ნოემბერს დაიწყო, ხალხი, მცირე რიცხოვანი რაოდენობით, პარლამენტის წინ იკრიბებოდა და ქვეყნააში შექმქნილ მდგომარეობას აპროტესტებდა, რასაც პასუხად მაშინდელი მთავრობისგან არაფერი მოყოლია. შემდეგ, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აქციები ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მისი დაშლა გადაწყვიტა, ხალხი პროტესტის გრძნობამ მოიცვა და ქუჩებში გამოიყვანა. 

7 ნოემბერს ოპოზიციურმა ძალებმა გადაწყვიტეს პარლამენტის წინ გაეშალათ კარვები, რასაც მოყვა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების ბრძანებით, დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, უმოწყალედ გაუსწორდნენ მომიტინგეებს. შემდეგ კი ტელეკომპანია “იმედი” დაარბიეს და მაუწყებლობა გათიშეს.

აღნიშნული დღის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადინდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც, რა თქმა უნდა, თვითონ გაიმარჯვა და რომლის ლეგიტიმურობაც დღესაც არავის სჯერა.