მიხეილ ბატიაშვილი პოსტის დატოვების მიზეზს ასახელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აქვეყნებს პოსტს, რომელშიც საკუთარი გადადგომის მიზეზს ასახელებს.
„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.
ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“ -ამბობს ბატიაშვილი.