დონალდ ტრამპი თურქეთის ლიდერთან შეხვედრას მოულოდნელად ელის

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერში, ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას.
ცნობისთვის, ტრამპის და ერდოღანის შეხვედრა 13 ნოემბერს შედგება.
ტრამპი ერდოღანთან სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მათ „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდათ.
„მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი ის მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც კონფლიქტის დროს გაიქცნენ, მათ შორის მოკლული ტერორისტის ალ-ბაღდადის ცოლი და და“ – ამბობს ტრამპი.