საქართველოს განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
როგორც ირკვევა, ბატიაშვილმა გახარასია ამ თხოვნით პირადად მიმართა.
“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით” – ამბობს გიორგი გახარია.
ამასთან, გამახიარამ დასძინა, რომ პრობლემას, რომელიც განათლების სფეროში არსებობს, გახარია მეტ ყურადღებას პირადად დაუთმობს.
„ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტიან შრომას“ – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.