„წარმოუდგენელი ტანჯვა“ – რას გვაფრთხილებს მსოფლიოს 11 000 მკვლევარი

მსოფლიოს 11 000-მა მკვლევარმა განაცხადა, რომ კლიმატის ასეთი ცვლილება კაცობრიობას „წარმოუდგენელ ტანჯვსა“ მოუტანს, საჭიროა ამ პრობლემას ერთობლივად ვებრძოლოთ. მათი განცხადებით, პოლიტიკოსებს სამოქმედო დრო აღარ რჩებათ.
„შთამომავლობა მათ არ აპატიებს, რომ ასეთი სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენს ცივილიზაციას“ – ნათქვამია განცხადებაში.
წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება, დამაბინძურებელი ემისიების შემცირება, ნაკლები ხორცის ჭამა, ეკოსისტემების აღდგენა და დაცვა, ნახშირბადისგან თავისუფალი ეკონომიკის მშენებლობა, მოსახლეობის ზრდის სტაბილიზაცია ოჯახის დაგეგმვის სერვისის დახმარებით და გოგონათა განათლება – ეს ფაქტორები აუცილებელია მკვლევრების აზრით კატასტროფის ასაცილებლად.