ვასაძე-ბრეგაძის აქციას სასულიერო პირებიც შეურეთდნენ

And Then We Danced-ის წინააღმდეგ აქციას ლევან ვასაძესა და სანდრო ბრეგაძეს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ამ ფილმის მიზანი ერთსქესიანთა შორის ლტოლვის გაჩენაა.
“ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს… მე მივალ აქციაზე და დავდგები იქ. მოვუწოდებ მშობლებს, ნუ გაუშვებენ ამ ფილმის ჩვენებაზე თავიანთ შვილებს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ მიმაჩნია სწორად, იქ მისვლაც საკმარისი იქნება”. – აცხადებს მოძღვარი.