რუსეთში საფლავის ქვებისა და კუბოების გამოფენა მოეწო

რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში, საფლავის ქვებისა და კუბოების გამოფენა მოეწყო. გამოფენის მთავარი ექსპონატი სვაროვსკის თვლებით დაფარული კუბო აღმოჩნდა, რომლის ღირებულებაც 60 000 ლარია.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ექსპოზიციაზე უცნაური ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც საკუთარ დასაფლავებას წინასწარ გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ 60 000-იანი კუბოს ექსკლუზიური მოდელი გაიყიდა.