სოფელ უხეთში წითელ წიგნში შესული მურა დათვი მოკლეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სოფელ უხეთში უკანონო ნადირობის ფაქტი დაქსირდა.
მოქალაქემ წითელ წიგნში შესული მურა დათვი მოკლა. სამართალდამცველებმა დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს. როგორც გარემოს დამცველები აღნიშნავენ, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებსაც შეიცავს, ამიტომ სამხილები დასავლეთ საქართველოს საქალაქო პროკურატურაში გადააგზავნეს.