მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტიდან გაჟღერებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტო პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. ამ კანონპროექტის ავტორი ბექა ნაცვლიშვილა.
კანონის შემუშავებაში მონაწილეობა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელმა“, კავშირმა, „ ერთობა 2013 -მა“, ექთნებმა, მეტალურგებმა და სხვა დარგების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კანონპროექტში აღინიშნა, რომ მინიმალური ხელფასი 320 ლარი უნდა იყოს.