„ვიკიპედიაზე“ უფრო სანდო ონლაინ ენციკლოპედია უნდა შეიქმნას – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, „ვიკიპედიაზე“ უფრო სანდო ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამ ინფორმაციას საერთაშორისო მედიის მეშვეობით ვიგებთ.
„რაც შეეხება „ვიკიპედიას“… უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით…ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით” – ამბობს პუტინი.
ახალი ონლაინ ენციკლოპედიის შესაქმნელად კრემლი 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს.