„როდესაც საქმე საქართველოს ეხება ჩვენ ერთიანები ვართ” – ამერიკელი კონგრესმენი კომფერენციაზე

“ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ის ძალები იდგნენ, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან” – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძე ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით. გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და მისი ინტერესების დაზიანება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს. ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თუ განსხვავებული რაკურსების გამოკვეთა ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს, ეს არის ცალსახა”, – განაცხადა თალაკვაძემ.