საქართველოს პრეზიდენტი ეკლესიის თავდასხმაზე საუბრობს

სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომფერენციაზე, ბოლო დღეებში ეკლესიაზე და პატრიარქზე თავდასხმაზეც ისაუბრა.
„სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს” – აცხადებს ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გასული კვირის კიბერშეტევაზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლობაზე მზადყოფნა განაცხადა.
„საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვეთანაც კიბერუსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერშეტევა. მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის,” – სალომე ზურაბიშვილი.