ბათუმში „ჰილტონში“ დაკვამლიანების გამო კომფერენცია მცირე ხნით გადაიდო

ბათუმში დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდა. თუმცა, სანამ კონფერენცია დაიწყებოდა, სასტუმროში საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც მონაწილეები იძულებულნი გახდნენ სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.
როგორც ირკვევა, ევაკუაცია სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია. სასტუმროს ადმინისტაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ შენობაში ყოფნა უსაფრთხოა, რის შემდეგაც სტუმრები სხდომათა დარბაზს დაუბრუნდნენ.