იტალიის ბიუჯეტი 700 მილიონით შეივსება

იტალიის მთავრობის საბიუჯეტო გეგმიდან ვიგებთ, რომ მომავალ წელს იტალია ე.წ. ვებგადასახადის შემოღების წყალობით 708 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალს ელოდება. ვებგადასახადის საშუალებით ონლაინ გიგანტები, (Amazon-ი და Google-ი) იძულებულნი გახდებიან ციფრული გაყიდვების 3 პროცენტი იტალიას გადაუხადონ.
შიდა ციფრული გადასახადი იმ კომპანიებს უწესდება, რომელთა ციფრული მომსახურების ბრუნვა არანაკლებ 5.5 მილიონ ევროა.