მოსამართლეობის კანდოდატის მოსმენა ცარიელ დარბაზში ჩატარდა

დღეს, უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი კანდიდატის, ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა დაინიშნა, თუმცა მოსმენა ფაქტობრივ ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები. უმრავლესობიდან მხოლოდ გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი იმყოფებიან. ასევე სხდომას ეუთოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.