მეუღლე ჩემზე ძალადობდა -სოფო კილაძე

სოფო კილაძე, პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამ ფაქტის შესახემ მან პოლიზიას 2 კვირის წინ მიმართა.
კილაძე აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, თუმცა მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში.
ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა” – ამბობს სოფო კილაძე.