უკრაინა ნატოს წევრი გახდება – ნატოს მდივანი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია – ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო“, -განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1“-თან ინტერვიუში.