ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენას ფაქტობრივად არავინ ესწრება

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ლაშა ქოჩიაშვილის, მოსმენა მიმდინარეობს. დარბაზი თითქმის ცარიელია. სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციისა და უფრაქციო (დამოუკიდებელი) დეპუტატები. უმრავლესობიდან კი კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი იმყოფებიან. სხდომას მათ გარდა ესწრებიან ეუთო/ ოდირის წარმომადგენლები.