ნიდერლანდების პრემიერს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება სურს

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანდასახული მუშაობის შედეგად, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ ამიტომ არის ის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი” – განუცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ, გიორგი გახარიას ოფიციალური შეხვედრისას.
როგორც ირკვევა, მათ სამომავლო გეგმებსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს, რაც კავშირის გამყარებასა და გაღრმავებას გამოიწვევს.
ნიდერლანდების პრემიერის განმარტებით, საქართველო უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი.

მსგავსი სტატიები