ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ სახედ ჯექსონი მეშვიდედ დასახელდა

მაღალანაზღაურებად გარდაცვლილი ცნობილი სახეების რეიტინგში მაიკლ ჯექსონი პირველობას არ ტოვებს. ამ ინფორმაციას ჟურნალი Forbes- ი ავრცელებს. 2019 წლის მონაცემებით, მაიკლ ჯექსონმა 60 მლნ დოლარი გამოიმუშავა. Forbes- ის ცნობით, 2019 წელს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით მისი სიმღერებს 2.1 მილიარდმა ადამიანმა მოუსმინა, გასულ წელს კი 1.8 იყო.
ჯექსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილ ადამიანების რეიტინგში უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია ლიდერობს.