სანდრო ბრეგაძე ქართული გეი ფილმის მშვიდობიანად ჩაშლას აანონსებს

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, And then we danced-ის ჩაშლას აანონსებს.
“8 ნოემბერს, როდესაც დაგეგმილია გეი პროპაგანდისტული ფილმის პრემიერა და ჩვენება, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში, ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას. ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, მართლმადიდებლის, მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში” – აცხადებს ბრეგაძე.
სანდრო ბრეგაძის განმარტებით, აქცია მშვიდობიანი ფორმით ჩატარდება. შსს-ს განმარტებით, პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.