სიჩქარის გადაჭარბებაზე მალე ჯარიმა გაორმაგდება

თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, ე.წ. ჭკვიანი კამერები დააფიქსირებენ, რომლებზეც მიბმული იქნება ქულათა სისტემა, რის შედეგადაც ავტომანქანის მძღოლს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულები დააკლდება, – ამის შესახებ ინგორმაციას შსს-ს მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ავრცელებს.
საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია, ის ჯერ მთავრობაში, ხოლო შემდეგ პარლამენტში შევა.