გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სოსო ჯავახიშვილი დღეს გარდაიცვალა

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული 39 წლის სოსო ჯავახიშვილი დღეს გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ დაადასტურა.
ცნობისათვის, მამაკაცის მდგომარეობა, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, შედარებით გაუმჯობესდა, ის მართვით სუნთქვაზე აღარ იყო, თუმცა რენიმაციაში მაინც რჩებოდა. შეგახსენებთ, სოსო ჯავახიშვილს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა.