ანრი ოხანაშვილი ევროპული საქართველოს ინიციატივაზე – “მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს უნდა დავანებოთ თავი”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ის ამბობს, ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს უნდა დავანებოთ თავი.

“მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს უნდა დავანებოთ თავი. ალბათ, მიზანშეწონილია, რომ უმრავლესობაში ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი “ევროპული საქართველოს” რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და სერიოზულობით ჩვენ ვეღარ მოვეკიდებით. მგონია, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ გრძნობს თავს, უკვე გასცდნენ სერიოზულობის ფარგლებს და ერთადერთი რითიც მანიპულირებენ არის ის, რომ ისინი რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ. კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში არ არიან ჩართული. ერთადერთი, რაც მათ აფიქრებთ, ეს არის მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნა – მათ შესახებ კითხვები დაისვას, პასუხები გაეცეს და ამით აქტუალობა შეინარჩუნონ. ხვდებიან, რომ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ,”- განაცხადა ოხანაშვილმა.