ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან დაიწყება

როგორც მამა ანდრია სარია ამბობს, ქონების აღწერა მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან დაიწყება. მამა ანდრია სარიამ პროტესტის ნიშნად ინჩხურის ტაძრის წინამძღოლობა დატოვა. ის კომიის ერთ-ერთი წევრია.

„რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი ნუგზარ სამხარაძე, რომელიც არის ეკონომისტი. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე პეტრე მოვიდა, მისი ინიციატივა იყო, რომ ყველაფერი გადაფორებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო, ეს არის წიგნები, რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. დანარჩენი, რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის, არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება”, – ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია სარია.

სავარაუდოდ, ცხრა კაცისგან შემდგარ კომისიას, რომელსაც სვეტიცხოვლის წინამძღვარი მეუფე სერაფიმე ჭედია ხელმძღვანელობს, აღწერისთვის ორი კვირა დასჭირდება