სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს, რის შემდეგაც ეკლესია ორჯერ დაარბიეს. პირველად კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა ნახეს დარბეული სამლოცველო, ხოლო მეორე შემთხვევა გუშინ გვიან ღამე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.