მეუფე პეტრე დღეს ჭყონდიდის ეპარქიას დატოვებს

როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დღეს დატოვებს ჭყონდიდის ეპარქიას. მისი თქმით, ის დაესწრება სინოდის სხდომას, თუ მას მიიწვევენ, მაგრამ მოითხოვს პირდაპირ ეთერს.

“ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის “ერთსულოვნების” მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული, ჩემთვის წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა – ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდომლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან გუშინ საუბრისას.

მსგავსი სტატიები