მირზაანის რწმუნებულის შვილი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი, მამუკა კაპანაძე აცხადებს, რომ სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ რწმუნებულის შვილი დაჭრეს, თავდაპირველად ის სიღნაღის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა შემდეგ გუსუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.
„პაციენტი გუშინ საღამოს კატასტროფის ბრიგადამ სიღნაღის საავადმყოფოდან გადმოიყვანა, პაციენტს კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დღეს მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.რაც შეეხება მკლავის ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას”, – აცხადებს მამუკა კაპანაძე.
მომხდარ ფაქტზე 1 პირი – 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.