ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულია ასევე მდინარე აჭყვაც.
„წვიმის შედეგად დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბის წევრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ” – ქობულეთის მერია.