ტერორისტული აქტის შედეგად ავღანეთში 9 მოსწავლე დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილო – აღმოსავლეთის პროვინციაში, ტახარში, აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 9 ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მიდიოდნენ.
ეს ტერიტორია თალიბების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს ადგილის გასუფთავება ტერორისტებისგან, თალიბებმა ტერიტორიები დანაღმეს”, – აცხადებს პოლიციის სპიკერი, ხალილ ასირი.
ცნობისათვის, ტერორისტული აქტების შედეგად სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოსახლე იღუპება.