ჩანჩქერი ვიქტორია გვალვის გამო საფრთხეშია

აფრიკის უდიდესი ჩანჩქერის, ვიქტორიას, დინება 1995 წლიდან ყველაზე დაბალია, რაც საფრთხეს უქმნის ტურიზმსა და ელექტროენერგიის წარმოებას.
მდინარე გვალვის შედეგად საკმაოდ დაზარალდა, ამ დროისათვის წყლის დინება წამში 109 კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ნამდვილად საშიშია.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1996 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, მაშინ ის 99 კუბური მეტრი წამში.
იმ შემთხვევაში თუ ნაკადი შემცირებას განაგრძობს, ხეობაში მდებარე ელექტროსადგურებს პრობლემა შეექმნება, შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. მის მოსანახულებლად ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ჩადის.