დონალდ ტრამპს პოლიტიკოსები „ცუდად ექცევიან

გაჟღერებული ინფორმაციით, აშშ-ს ლიდერმა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ნიუ-იორკი დატოვა და ფლორიდაში გადავიდა.
ამის შესახებ პრეზიდენტის „ტვიტერიდან“ ვიგებთ, სადაც ამბობს, რომ ნიუ-იორკის დატოვების მიზეზი პოლიტიკოსების მხრიდან „ცუდი მოქცევაა“.
„პენსილვანიის ქუჩის 1600, თეთრი სახლი. ეს ის ადგილია, რომელიც მიყვარს და სადაც იმედია, კიდევ 5 წელი ვიქნები, რათა კვლავ ერთად დავუბრუნოთ ამერიკას დიდება, მაგრამ მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, მუდმივ საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდეთ. მე ვაღმერთებ ნიუ-იორკს და ნიუ-იორკელებს, მაგრამ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს მილიონობით დოლარს ვუხდი, ვიხდი სახელმწიფო და ადგილობრივ გადასახადებს, ქალაქის და შტატის პოლიტიკოსები ძალიან ცუდად მექცევიან. არ მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს, ალბათ, საბოლოოდ ყველასთვის უკეთესი იქნება“, – დონალდ ტრამპი.
ამას ნიუ-იორკის გუბერნატორი გამოეხმაურა:
„კარგი გადაწყვეტილებაა. ფლორიდა, ახლა ის სულ შენია“ – აცხადებს გუბერნატორი.