Apple-ის მოგებამ რეკორდულ შედეგებს მიაღწია

Apple-მა 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალმა მაქსიმუმს მიაღწია და ის 64 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტია.
კვარტლურმა მოგებამ კომპანიის ერთ ერთეულ აქციაზე 3,03 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია. კომპანიის ინფორმაციით, შემოსავლის 60% საერთაშორისო გაყიდვებზე მოდის.
ცნობისათვის, კომპანია მომავალი წლისთვის 85-89 მლრდ დოლარამდე მოგებას ვარაუდობს.