პეტრე ცაავა შიომღვიმეში?

ყოფილი მეუფე, პეტრე ცაავა, ილია მეორის ბრალდებით შიომღვიმის მონასტერში გაამწესეს.
ინფორმაცია საპატრიარქოს გვერდზე ვრცელდება.
„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.
მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“ – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.