კობი – გუდაურის მონაკვეთზე თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, თოვლისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
“ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.