გიორგი გხარია „თურქეთში ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა დავგეგმეთ და განვიხილეთ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თურქეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ვიზიტისას სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა იყო განხილული.
„ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ჩვენი მთავრობა ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდგომ აღდგება. ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა, ამ გაზაფხულს ეწვიოს საქართველოს, თბილისს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.