ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიება რეზოლუციით დამტკიცდა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებმა ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიება რეზოლუციით დაამტკიცა. დემოკრატების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციით იმპიჩმენტის გამოძიებაში საჯარო მოსმენების წესები განისაზღვრა.
დოკუმენტი ადგენს ღია მოსმენების პროცედურებს და მოწმეების ჩვენებების გასაჯაროების წესს. რეზოლუცია ასევე ფორმალურად ითხოვს 6 კომიტეტიდან ტრამპის საქმიანობის გამოძიების პროცესის გაგრძელებას.