„ისლამური სახელმწიფო“ შურისძიებისთვის ემზადება?

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ბაღდადის სიკვდილის დადასტურებისა და „მემკვიდრის“ დასახელების შემდეგ აშშ-სა და მის მოკავშირეებზე შურისძიება დააანონსა.
შეგახსენებთ, ალ-ბაღდადის მემკვიდრე ბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაიშია.
„ეშინოდეთ შურისძიების მათი ხალხისა და ურჯულო და მოღალატე საძმოს წინააღმდეგ,“ – ნათქვამია გავრცელებულ ჩანაწერში.