„ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ლიდერი დაასახელა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ლიდერის სახელიც დაადასტურა. გაჟღერებული ინფორმაციით, მისი სახელია აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-კურაიში.
„ისლამური სახელმწიფოს“ ახალმა სპიკერმა, აბუ ჰამზა ალ-კურაიშიმ მუსლიმებს მოუწოდა ერთგულება შეჰფიცონ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემის.
მისი სახელი უშიშროებისთვის ცნობილი არ არის. ტერიტორიულ დაჯგუფებას მის შესახებ რაიმე ფოტო, ან ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ ის ჯიჰადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას აშშ-ს წინააღმდეგ არაერთხელ იბრძოლა.