ტობ – 13 ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი მომღერლები

Forbes Magazine- მა, ჰელოუინის პატივსაცემად გამოაქვეყნა წლიური რეიტინგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი მომღერლებისა. სიაში, უკვე მეშვიდედ შევიდა პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი.
მაშინაც კი, როდესაც გამოვიდა სკანდალური ფილმი, „ნევერლენდის დატოვება“, რომელშიც გარდაცვლილი კვლავ პედოფილიაში დაადანაშაულეს, არ დაკლებულა მისი რეიტინგი. ერთი წლის განმავლობაში, ჯექსონის მემკვიდრეებმა მიიღეს $ 60 მილიონი შემოსავალი მისი საქმიანობიდან. მეორე ადგილი წილად ერგო ელვის პრესლის – 39 მილიონი აშშ დოლარით. სამეულის წრე შეკრა კომიქსების მხატვარმა, ჩარლზ შულციმ – 38 მილიონი დოლარით. მეოთხე ადგილზეა არნოლდ პალმერი – 30 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მეხუთე ადგილზე ლეგენდარული რეგის მუსიკოსი ბობ მარლია – 20 მილიონი დოლარით.
ტოპ 13-ში შედიოდა მწერალი დოქტორი სუზი (19 მილიონი აშშ დოლარი), ბითლზის წევრი ჯონ ლენონი (14 მილიონი აშშ დოლარი), მსახიობი მერილინ მონრო (13 მილიონი აშშ დოლარი), მომღერალი პრინცი (12 მილიონი დოლარი), რეპერები ნიპსი ჰასლი (11 მილიონი აშშ დოლარი), XXXTentacion (10 მილიონი დოლარი), მომღერალი უიტნი ჰიუსტონი (9,5 მილიონი დოლარი) და მე -13 ადგილი დაიკავა კიდევ ერთმა “ბითლმა” ჯორჯ ჰარისონმა, რომლის შემოსავალი წელიწადში 9 მილიონი დოლარია.