ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, თავ-ყბას დავუნგრევთ – ირმა ინაშვილი

სინოდის სხდომაზე პეტრე ცაავას, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, ილია მეორეს გადაწყვეტილებით მეუფეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზი ცაავას განცხადება გახდა, რომელმაც პატრიარქი „პიდადარასტობასა და მამათმავლობაში“ დაადანაშაულა.
ამ ფაქტს, ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნია.
“ფრთხილად იყოს ეგ პეტრე… მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ, თუ ასე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ პტერესედამი და იმ აგენტებისადმი, ვინც ჩანერგა ბოკერია-სააკაშვილმა ეკლესიაში. არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ. მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ და პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი ლექსიკიდან და აზროვნებიდან გამომდინარე. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. ასეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს” – აცხადებს ინაშვილი.