წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს

წმინდა სინოდი, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს.
ამ ინფორმაციას ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ავრცელებს, მისი განაცხადით ეს გადაწყვეტილება სინოდმა ერთსულოვნად მიიღო.
„დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა ერთსულოვნად გაითვალისწინა წმინდა სინოდმა და გადაწყვიტა უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად“, – აცხადებს მეუფე პეტრე.