მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც ილია მეორე „პიდარასტობაში“ დაადანაშაულა

მეუფე პეტრე, პატრიარქის გადაწყვეტილებით, მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. პეტრე აცხადებს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება უსამართლო იყო.
“დღეს წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება“ – აცხადებს ყოფილი მღვდელმთავარი.
ჟურნალისტების კითხვას, თუ ვის გულისხმობდა და ვინ ამხილა ის ასე პასუხობს:
“სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა ყოფილმა მეუფემ და დატოვა საპატრიარქო.